ჯანდაცვის ცენტრების შესახებ  
სამედიცინო ცენტრები რომლებთანაც "K2 Mediline Europe"–ს აქვს პირდაპირი ურთიერთობა:
ჯანდაცვის ჯგუფი აჩიბადემი – ჰარვარდის საერთაშორისო მედიცინის ფილიალი
ოფთალმოლოგიური ცენტრი აჩიბადემი
სამედიცინო ცენტრი ანადოლუ – ჯონ ჰოპკინსის ცენტრის ფილიალი
სამედიცინო ჯგუფი მემორიალი
თანამედროვე დიაგონსტიიკური ცენტრი მედიკა
თმისა და კოსმეტიკური ქირურგიის ცენტრი ტრანსმედი
ამსტერდამი – მხედველობის საერთაშორისო ცენტრი
ნიცა – თვალის ცენტრი "NICE EXCEL VISION"
ალკოჰოლიზმითა და ნარკომანიით დაავადებულთა სამკურნალო ცენტრი THE LIFE CO.
ცელულიტის საწინააღმდეგო ცენტრი “SMOOTHLINES”
   




























სამედიცინო ცენტრი ანადოლუ – ჯონ ჰოპკინსის ცენტრის ფილიალი

მნიშვნელოვანი სამედიცინო დაწესებულების ასაშენებლად და თურქი ხალხისათვის თანამედროვე სამედიცინო მომსახურების აღმოსაჩენად 1991 წელს  შეიქმნა ანადოლუს ფონდი.



ანადოლუს ფონდის დანიშნულებაა ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე საჭირო ყველა სახის ჯანდაცვის მომსახურების უზრუნველყოფა, საუკეთესო სამედიცინო მომსახურების შემოთავაზება თურქეთსა, ბალკანეთის ნახევარკუნძულზე და სამხრეთ ევრაზიაში;  სამედიცინო ცენტრი ანადოლუ  – ეს არის 209–საწოლიანი საავადმყოფო საერთო ფართით 45000 კვ.მ. ის ისახავს მიზნად გახდეს წამყვანი ცენტრი ონკოლოგიის, ნევროლოგიის, კარდიოლოგიის და ქალთა ჯანმრთელობის სფეროებში.

სამედიცინო ცენტრი ანადოლუ თანამშრომლობს ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის საერთაშორისო სამედიცინო კვლევით ცენტრთან, რომელიც უკანასკნელი 17 წლის განმავლობაში მიიჩნევა ამერიკის საუკეთესო საავადმყოფოდ. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის საერთაშორისო კვლევით ცენტრთან პარტნიორობა მოიცავს ტექნოლოგიის და ნოუ–ჰაუს გადაცემას, სწავლებას, კვლევას – ესაა ძირითადი პრინციპები ცენტრის მიზნების მისაღწევად.

209–საწოლიან საავადმყოფოში განთავსებული ინფრასტრუქტურა სთავაზობს პაციენტებს მულტიდისციპლინარულ მკურნალობას; მას აქვს ინტენსიური თერაპიის განყოფილება 59 საწოლით, რომელშიც შედის გულის და სისხლძარღვთა ქირურგია, კორონარული, პედიატრიული, ახალშობილთა და ნევროლოგიური ინტენსიური თერაპიის განყოფილებები.

საავადმყოფო აშენდა საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, თანამედროვე სამედიცინო, სასწავლო, საორგანიზაციო და ტექნოლოგიური გარემოთი. სამედიცინო ცენტრი ანადოლუ - პირველი თურქული საავადმყოფოა, რომელიც შეესაბამება აშშ–ში არსებულ ერთობლივი კომისიის სტანდარტებს (ყოფილი ჯანდაცვის ორგანიზაციათა აკრედიტების ერთობლივი კომისია (JHAHO), აგრეთვე შეესაბამება აშშ–ს ეროვნული ხანძარსაწინააღმდეგო ასოციაციის (NFPA), ამერიკის არქიტექტორთა ინსტიტუტის  (AIA) და ამერიკის ინვალიდთა ასოციაციის (ADA) სტანდარტებს.

 

სამედიცინო ცენტრი ანადოლუ პასუხობს ყველა სტანდარტს, რომელსაც ელოდება ერთობლივი საერთაშორისო კომისია (JCI), არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც ადგენს საერთაშორისო სტანდარტებს შემოთავაზებული, დაგეგმილი და დაპროექტებული მაღალხარისხიანი სამედიცინო მომსახურების ყველა ასპექტში, მათ მატერიალურ გამოყენებაში და ფუნქციონირებაში. სამედიცინო ცენტრი ანადოლუ არის ჯანდაცვის რეგისტრირებული ორგანიზაცია JCI–ს სტანდარტების მიხედვით.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის სამედიცინო კვლევის ცენტრმა კონსულტაცია გაუწია ანადოლუს სამედიცინო ცენტრს ტექნოლოგიის დაგეგმვაში. თანამედროვე ტექნოლოგიით გამოირჩევა საავამყოფოს რენტგენოლოგიური, ონკოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული მედიცინის განყოფილებები და მისი რვა საოპერაციო ოთახი, სისხლის ბანკი, ანგიოლოგიის და ინტენსიური თერაპიის განყოფილებები. საერთაშორისო სტანდარტების დონეზე მომსახურების აღმოსაჩენად საავადმყოფოს გააჩნია პოზიტრონულ–ემისიური ტომოგრაფია (PET), ინტენსივობის მოდულირებული რადიაციული თერაპია (IMRT), მაგნიტური რეზონანსი (TIM-MR), სტრეტონის კომპიუტერული ტომოგრაფი (CT), და CiberKnife  – რადიოოპერაციული სისტემა, რომელიც ხელმისაწვდომია ევროპის მხოლოდ რამოდენიმე ცენტრში.

ანადოლუს სამედიცინო ცენტრში, საინფორმაციო სისტემების წყალობით, შესაძლებელია ელექტრონული კომუნიკაცია ექიმებთან, სადაზღვევო კომპანიებთან, პაციენტებთან და მათ ნათესავებთან. აგრეთვე შესაძლებელია კონტროლირებული შეღწევა პაციენტების ჩანაწერებში თითქმის ყველა წყაროდან, ინტერნეტში განთავსებული ინფორმაციის დამუშავების მეშვეობით.

ანადოლუს სამედიცინო ცენტრში არსებული ტელემედიცინის ინფრასტრუქტურა აძლევს საავადმყოფოს შესაძლებლობას მიიღოს კონსულტაციები ექიმებისგან ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის სამედიცინო კვლევის ცენტრიდან საჭირო საკითხებზე და ასევე უზრუნველყოფს მათ მონაწილეობას ოპერაციებში და ტრეინინგებში.




ანადოლუს სამედიცინო ცენტრში შესაძლებელია ყველა სახის სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება პედიატრიიდან დაწყებული კანის დაავადებამდე, გენეტიკიდან  –ქალის ავადმყოფობამდე და ბავშბის დაბადებამდე. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს გულისა და ონკოლოგიურ დაავადებებს. ანადოლუს სამედიცინო ცენტრის ონკოლოგიური განყოფილბა მიზნად ისახავს გახდეს „საავადმყოფო საავადმყოფოში“ და ეტალონური ცენტრი.

ვინაიდან, სამედიცინო ცენტრი ანადოლუ, განლაგებულია თურქეთის ყველაზე გადატვირთული გზების, სამრეწველო და საცხოვრებელი ზონების შუაგულში, სადაც ხშირია სატრანსპორტო უბედური შემთხვევები, საერთაშორისო აეროპორტ კურტკოის მახლობლად სტამბოლის აზიურ მხარეზე, მასში აშენდა სასწრაფო დახმარების სამსახური, ავარიების სიხშირის გათვალისწინებით.

სამედიცინო ცენტრ ანადოლუ–ს და ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის სამედიცინო კვლევის ცენტრს შორის თანამშრომლობის შესახებ.

2002 წელს სამედიცინო ცენტრ ანადოლუს და ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის სამედიცინო კვლევის ცენტრს შორის დაიდო თანამშრომლობის ხელშეკრულება.

ეს ხელშეკრულება უხსნის გზას, რომ მოხდეს იფორმაციის გაცვლა სამედიცინო ცენტრ ანადოლუს ექიმებსა და მათ კოლეგებს შორის ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის სამედიცინო კვლევის ცენტრში (ბალტიმორი, მერილენდის შტატი), და უზრუნველყოფს მათი სამედიცინო გამოცდილების გაცვლას, სამედიცინო სწავლების გაგრძელებას ვიდეო კონფერენციების საშუალებით.

ASM ექიმები, მედდები, მედიცინის ტექნიკოსები და მენეჯერები გადიან ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტში სასწავლო კურსებს პაციენტის უსაფრთხოებაში, საავადმყოფოს მართვაში, და ინფექციების კონტროლში, ისევე როგორც მათი საკუთარი სპეციალობის სფეროში.

დაწვრილებითი ინფორმაციისათვის:
www.anadolusaglik.org
www.hopkinsmedicine.org





სამედიცინო ჯგუფი მემორიალი

კლინიკა მემორიალი – 1995 წელს დაარსებული ინვესტიციების კორპორაცია მემორიალის სამედიცინო მომსახურების პირველი პროექტია.

პროექტი კლინიკა მემორიალი დაიწყო 1996 წელს; ეს პროექტი სამაგალითოა თურქეთის საავადმყოფოების ინდუსტრიაში. კლინიკა მემორიალი შეიქმნა ადგილობრივი გუნდის მიერ, თუმცა ჩვენ ვთანამშრომლობთ ECRI-სთან (სამედიცინო მომსახურების არაკომერციული კვლევითი სააგენტო, რომელიც აღიარებულია როგორც მსოფლიოს ერთ–ერთი წამყვანი დამოუკიდებელი ორგანიზაცია, რომელიც კისრულობს ჯანდაცვის ხარისხის ამაღლებას); ის გვეხმარება ჩვენ თანამედროვე სამედიცინო ხელსაწყოებით აღჭურვაში

შენობის მშენებლობა დასრულდა 1999 წლის ბოლოს; 2000 წლის იანვარში დამთავრდა აღჭურვილობის დადგმა. პირველი პაციენტი მიიღეს 2000 წლის თებერვალში.

დროის მოკლე პერიოდში კლინიკა მემორიალმა შეავსო მისი საწოლების მოცულობა. კლინიკა მემორიალის გაფართოების პირველი პროექტი განხორციელდა 2001 წელს, როდესაც მას დაემატა 2 ამბულატორიული კლინიკა 450 კვ.მ. თითოეული. 2002 წლის ზაფხულში მას დაემატა კიდევ 50 საწოლი და თანამედროვე სამშობიარო კლინიკა საოპერაციო ოთახით. 2005 წელს ჩვენი პალატების რაოდენობამ მიაღწია 136–ს, საწოლების საერთო რაოდენობამ კი 184–ს.


2003 წელს გახსნა თავისი კარები  მემორიალის ამბულატორიულმა კლინიკამ სუადიე სტამბოლის ანატოლიურ ნაწილში და ასევე ევროპულ ნაწილში მომსახურების აღმოსაჩენად.

პირველი აკრედიტირებული საავადმყოფო თურქეთში

კლინიკა მემორიალი – პირველი საავადმყოფოა თურქეთში და 21 მსოფლიოში, აკრედიტირებული JCI–ს მიერ.

სამედიცინო და ლოგისტიკის განყოფილებები დაგეგმილია და ფუნქციონირებენ JCIA–ს (საერთაშორისო აკრედიტაციის ერთობლივი კომისია) სტანდარტების თანახმად.

ეწვიეთ JCI ვებ–გვერდს.

აკრედიტაცია ნიშნავს, რომ ჯანდაცვის ორგანიზაციები შეესაბამებიან გარკვეულ სტანდარტებს, რომლებიც საჭიროა ჯანდაცვის ხარისხის გასაუმჯობესებლად და რისკების შესამცირებლად ან გამოსარიცხად. მას ჩვეულებრივ ატარებენ დამოუკიდებელი არაკომერციული ორგანიზაციები.

მკურნალობის ხარისხის გაუმჯობესება უზრუნველყოფს პაციენტების უსაფრთხოებას, ამცირებს რისკებს (როგორც პაციენტებისათვის, ასევე თანამშრომლებისათვის), კვლევის მუდმივობა – ჩვენი დაწესებულებების  ვალდებულებაა.

მოკლედ რომ ვთქვათ, აკრედიტაციის მიზნებია:

  • ხარისხის გაუმჯობესება;

  • ხარჯების შემცირება;

  • დაწესებულებების სანდოობის ამაღლება და განმტკიცება;

  • ჯანდაცვის მომსახურების მართვის გაუმჯობესება;

  • სწავლების უზრუნველყოფა;

  • სამართლიანი შეფასების გარანტია;

JCIA  (Joint Commission International Accreditation) დაარსდა 1998 წელს, როგორც JCAHO–ს (Joint Commission on accreditation of healthcare Organizations) ნაწილი.


 JCI- დანიშნულებაა: უზრუნველყოს აკრედიტაციის მომსახურება საზოგადოების ჯანდაცვის ხარისხის გასაუმჯობესებლად. 75 წელზე მეტი JCAHO მაღალხარისხიანი ჯანდაცვის მომსახურების ლიდერია; ის არის დამოუკიდებელი არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც აფასებს და აძლევს აკრედიტაციას 2000––ზე მეტ სამედიცინო ორგანიზაციას.



დაწვრილებითი ინფორმაციისათვის:
www.memorial.com.tr




თანამედროვე დიაგნოსტიკური ცენტრი მედიკა

მედიკა აერთიანებს მედიცინის და ხელოვნების ესთეტიკას, ის გაიხსნა, როგორც თანამედროვე დიაგნოსტიკაზე ფოკუსირებული ცენტრი. იქ თქვენ შეძლებთ მაღალხარისხიანი მომსახურების მიღებას, მსოფლიო სტანდარტების დონეზე, გულის კორონარული დაავადებებიდან სიმსივნეების სკანირებამდე, გენეტიკური დაავადების დიაგნოსტიკიდან ლაბორატორიულ მომსახურებამდე, მსოფლიოში ყველაზე მოწინავე აპარატურის დახმარებით და მაღალკვალიფიციური ექიმების ხელშეწყობით.

ბირთვული მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფი (MRI) დამაჯერებლად სკანირებს ფილტვის და მუცლის ღრუს დაავადებებს, გულისა და სისხლძარღვთა, ნევროლოგიურ და ყველა სახის ორთოპედიულ დაავადებებს.

სხეულის მთლიანი გამოსახულება ხორციელდება მოკლე ხანში   (15–20 წამში) –     3–განზომილებიანი გამოსახულების მეშვეობით.

ეს აპარატი თამაშობს მნიშვნელოვან როლს განსაკუთრებით მუცლის ღრუს კვლევაში,  ფილტვების, გულის, კორონარული დაავადებების, და აგრეთვე ფართოდ გამოიყენება კარდიოლოგიასა და ალცჰეიმერის დაავადებების დიაგნოსტიკაში.

 SPECT/CT (ერთფოტონიანი ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფი), რომელიც აერთიანებს SPECT (ფუნქციონალურს) და მულტიშრიან კომპიუტერულ ტომოგრაფიას (ანატომიურს), ადვილად გაიცემა პასუხები დაავადების ზუსტ ადგილმდებარეობაზე, ზომაზე და გავრცელებაზე.

ექოკარდიოგრაფიის მეშვეობით გულის კუნთების სისუსტე, აორტის დაავადება, გულის  სარქველის დაავადებები დიაგნოსტირდება ადრეულ სტადიაზე და შესაბამისად ხება მათი მონიტორინგი. სტრეს–ექოს მეშვეობით გულისა და სისხლძარღვთა დაავადებები არაპირდაპირ დიაგნოსტირდება და დგინდება, არის თუ არა საჭირო ნამდვილი ანგიო–გამოკვლევა.

ჰოლტერის მონიტორის წყალობით გულის რითმი და სისხლის წნევა იზომება 24 საათის გამნავლობაში და დგინდება შენიღბული (ლატენტური) ჰიპერტენზია და რითმის დარღვევები (არითმია).

ციფრული რენტგენოგრაფიული სისტემის მეშვეობით, რომელიც გამოიყენება დასავლეთის ყველაზე მოწინავე დიაგნოსტიკურ ცენტრებში, ყველა რენტგენოგრაფიული გამოკვლევა, მათ შორის მამოგრაფია, მედიკაში წარმოებს ციფრულად. ამიტომ ყველა სახის რენტგენოგრაფიული გამოკვლევა ხორციელდება ნაკლები გამოსხივებით და გამოსახულების მაღალი ხარისხით. გარდა ამისა, ციფრული რეტგენოგრაფიული მომსახურება უტარდება იმ პაციენტებს, რომლებიც მკურნალობენ სახლში.


ციფრული ფერადი დოპლერი – გამოიყენება ვენების, განსაკუთრებით კისრის და ქვედა კიდურების ვენების, ინფარქტის საბოლოო დიაგნოზის დასადგენად. გარდა ამისა, ჩვენს ცენტრში ხორციელდება მთლიანი სხეულის გამოკვლევა ულტრასონოგრაფიული მეთოდით. ბიოქიმიური და მიკრობიოლოგიური გამოკვლევები ხორციელდება სტამბოლის ლაბორატორიაში.

მედიკა უზრუნველყოფს აგრეთვე სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის ფართო და სპეციფიკურ გამოკვლევებს.

 

დაწვრილებითი ინფორმაციისათვის:
www.medicatr.com



თმის და კოსმეტიკური ქირურგიის კლინიკა ტრანსმედი

მის ქირურგიის კლინიკა ტრანსმედი დაარსდა 14 წლის წინ და მას შემდეგ ცდილობს მიაღწიოს ოპტიმალურ შედეგებს და გაუწიოს ყველა კლიენტს უმაღლესი ხარისხის მომსახურება. მისი მიზანია თმის ტრანსპლანტაციის ქირურგიაში თანამედროვე ტექნოლოგიის უზრუნველყოფა უსაფრთხო გარემოში, ეთიკური მიდგომით და მაღალი მოტივაციის მქონე გუნდის მხარდაჭერით. ჩატარებული აქვთ 12000–ზე მეტი წარმატებული ოპერაცია.

თმის კლინიკა ტრანსმედს აქვს საკუთარი სამეცნიერო–კვლევითი განყოფილება. აქ საერთაშორისო სამეცნიერო საკონსულტაციო საბჭოს დახმარებით ეძებენ ახალ გადაწყვეტილებებს მამაკაცის თმის ცვენის წინააღმდეგ. ეს გამოკვლევა დაგვირგვინდა ტრანსმედის დაპატენტებული იმპლანტანტის შენახვის გადაწყვეტილებით, რომელიც ზრდის გადანერგილი იმპლანტანტების გადარჩენის სიხშირეს.

ტრანსმედი აგრეთვე დაჯილდოებულია თმის აღდგენითი ქირურგიის საერთაშორისო საზოგადოების ორი (ISHRS) პრესტიჟული პრემიით თმის ტრანსპლანტაციის ქირურგიის კვლევაში.

ტექნიკური დანადგარები, რომელიც გამოიყენება ტრანსმედში, მოიცავს უკანა განათების ნათურებს და მაღალი გარჩევის მიკროსკოპებს, რაც იძლევა საუკეთესო შესაძლო შედეგებს თქვენი თმის ტრანსპლანტირებისათვის. თანამედროვე ტრანსპლანტაციის მისაღწევად რეკომენდირებულია შემდეგი გადაწყვეტილებები:

  • ფოლიკულური ერთეულის ტრანსპლანტაცია (FUT);

  • ფოლიკულური ერთეულის ექსტრაქცია (FUE);

  • თმის ტრანსპლანტანტის სიმკვრივე;

  • ქალის თმის ცვენის მკურნალობა.




რატომ უნდა აირჩიოთ ტრანსმედი?

ტრანსმედში ყოველი პაციენტი მკურნალობს მისი საკუთარი საჭიროების მიხედვით. ქირურგიული მომსახურება ფოკუსირდება სასურველი გარეგნობის შექმნაზე, რომელიც ერთდროულად უსაფრთხო და ბუნებრივია.  კლინიკის პერსონალი საგულდაგულოდ შერჩეულია პაციენტების მიმართ მეგობრული დამოკიდებულების და ჭეშმარიტი ყურადღების პრინციპით. ისინი ყველა ღონეს მიმართავენ, რომ თქვენი ვიზიტი იყოს დამამშვიდებელი და სასიამოვნო. როგორც ამბულატორიული კლინიკა, მკურნალობა ხორციელდება რისკის გარეშე, უმტკივნეულოდ და მაღალკვალიფიციური ექიმის კონტროლის ქვეშ. აღდგენის დრო მინიმალურია, ამიტომ აუცილებელი არ არის კლინიკაში სტაციონარული მკურნალობა და უმეტეს შემთხვევაში კლიენტები აგრძელებენ ჩვეულ ცხოვრებას ტრანსმედის დატოვების შემდეგ, მკურნალობის იმავე დღეს.

იმის მიუხედავად, თუ რა პროცედურით ხართ თქვენ დაინტერესებული, თქვენ შეგიძლიათ იყოთ დარწმუნებული, რომ მათ შესრულებული აქვთ ასობით ასეთი პროცედურა. მათი საბჭოს მიერ სერტიფიცირებული ექიმები გამონახავენ დროს, რომ პირადად და ინდივიდუალურად შეგხვდნენ თქვენ პროცედურის დაწყებამდე, უპასუხებენ თქვენს შეკითხვებზე და გაგაცნობენ, თუ რა შედეგებს უნდა მოელოდეთ

პერსონალის ყოველი წევრი ადვილად ხელმისაწვდომი და ერთგულია; ურთიერთობა ყოველ პაციენტთან მყარი, მზრუნველობითი და პატიოსანი – აი, რით არიან ისინი ნამდვილად გამორჩეული.

 

დაწვრილებითი ინფორმაციისათვის:
www.transmed.com.tr




ჯანდაცვის ჯგუფი აჩიბადემი – ჰარვარდის საერთაშორისო მედიცინის ფილიალი

ჯანდაცვის ჯგუფი აჩიბადემი, წამყვანი კერძო სამედიცინო მომსახურების მომწოდებელი თურქეთში, 1991 წლიდან სთავაზობს ყოვლისმომცველ სამედიცინო მომსახურებას თურქ საზოგადოებას, და აგრეთვე პაციენტებს სხვა ქვეყნებიდან. იგი აღჭურვილია თანამედროვე სამედიცინო თექნიკით. ჯგუფი განუწყვეტლივ აფართოებს თავის სამედიცინო მომსახურებას 21 სხვადასხვა ადგილას; მის ქსელში შედის 6 ძირითადი საავადმყოფო, 5 ამბულატორიული კლინიკა, ცენტრალური ლაბორატორია, ცენტრალური პათოლოგიური ლაბორატორია და სპეციალიზირებული ოფთალმოლოგიური ცენტრი.

აჩიბადემი საზოგადოებას სთავაზობს მომსახურებას მედიცინის ყველა დარგში, ყველაზე მოწინავე დაწესებულებებში თანამედროვე სამედიცინო ტექნიკით; მისი პერსონალი შეადგენს 6500 ადამიანს, აქედან 1100 ექიმია. ჯანდაცვის ჯგუფი აჩიბადემში, მიმდინარე ინვესტიციების ხარჯზე, ამჟამად სულ 36 საოპერაციო და 717 საწოლია.

ჯანდაცვის ჯგუფი აჩიბადემი აკრედიტირებულია ერთობლივი საერთაშორისო კომისიით, რომელიც წარმოადგენს ხარისხის მოდელს ჯანდაცვაში. ლაბორატორიამ მოიპოვა სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ხარისხის სერთიფიკატი ISO 15189, მსოფლიოში ყველაზე მაღალი აკრედიტაციის სერტიფიკატი.  



ჯანდაცვის ჯგუფი აჩიბადემი ჰარვარდის საერთაშორისო მრდიცინის ფილიალია. მისი მიზანია ისეთი პლატფორმის შექმნა, რომ პაციენტები არ წავიდნენ საზღვარგარეთ სამკურნალოდ ად იქვე, თურქეთში ჩაუტარონ  მაღალკვალიფიციური მკურნალობა,  მოემსახურონ თანამედროვე სამედიცინო ტექნიკით.

მკურნალობის თანამედროვე ტექნოლოგიები, მისაღები ფასები და მაღალი სტანდარტები, აძლევს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებ  ადამიანებს უნიკალურ ალტერნატივას ისარგებლონ სამედიცინო მომსახურებით ჯანდაცვის ჯგუფი აჩიბადემში.



დაწვრილებითი ინფორმაციისათვის:
www.acibadem.com.tr
www.acibademinternational.com




ოფთალმოლოგიური ცენტრი აჩიბადემი

 

თვალის კლინიკა აჩიბადემი მდებარეობს ეტილერში (სტამბოლი). მისი ინფრასტრუქტურა აღჭურვილია უახლესი ტექნიკით, სადაც   გთავაზობენ  ყველა სახის ოფთალმოლოგიურ მომსახურებას, რაც  ეხება თვალის ჯანმრთელობას.

პირველად თურქეთში, სწორედ ამ კლინიკაში,  შეიქმნა „გამჭვირვალე საოპერაციო ოთახი“ – ლაზერული ოპერაციებისათვის.

თვალის კლინიკა აჩიბადემის მიზანია შეურჩიოს ყველა პაციენტს შესაბამისი მკურნალობა თანამედროვე სამედიცინო ტექნიკის გამოყენებით.

 

დაწვრილებითი ინფორმაციისათვის:
www.acibademgoz.com.tr




ამსტერდამი – მხედველობის საერთაშორისო ცენტრი

მხედველობის საერთაშორისო ცენტრი, რომელიც მდებარეობს ნიდერლანდების ქალაქ ამსტერდამში, აღჭურვილია უახლესი ტექნიკით.

ცენტრი გთავაზობთ მკურნალობის ყველანაირ მომსახურებას, თვალის ქირურგიის  მთელ სპექტრს ერთ შენობაში  – ყველა სპეციალობის ექპერტების მიერ. ნოუ–ჰაუთი, ტექნიკური აღჭურვილობით და თანამედროვე ხარისხის სტანდარტებით ცენტრი უტოლდება მსოფლიოს მედიცინის საუკეთესო დაწესებულებებს.

მოწინავე სამედიცინო ტექნიკის და შესაძლებლობების გამოყენებით თანამედროვე სამედიცინო გადაწყვეტილების მიღება იმათთვის, ვისაც ის სჭირდება – ასეთია მხედველობის საერთაშორისო ცენტრის მიზნები.




 

დაწვრილებითი ინფორმაციისათვის:
www.internationalvisioncenters.com





ალკოჰოლიზმითა და ნარკომანიით დაავადებულთა სამკურნალო ცნტრი THE LIFE CO.

ცენტრი მდებარეობს ქალაქის შუაგულში, ელიტერში, აკატლარში, სტამბოლის ახალ სპორტულ ცენტრში, კლუბ „სპორიუმში“. ჩვენ სტუმრებს შეუძლიათ ისიამოვნონ ამ ლამაზი სპორტული კლუბის მომსახურებით: ღია და დახურული აუზებით და 1000 კვ.მ. ფართობი მთლიანად აღჭურვილი გიმნასტიკური კომპლექსით. „ალკოჰოლიზმისა და ნარკომანიის სამკურნალო ცენტრში“ არის აგრეთვე სხვა კლასები: კინეზისი, კინგ–ბოქსინგი, აგრეთვე 3 დახურული და 3 ღია ტენისის კორტი, სკვოშისა და კალათბურთის მოედნები და ოთახის გოლფის ტრენაჟორი.

როდესაც თქვენ გადიხართ დეზინტოქსიკაციის პროგრამას 25–კაციანი პროფესიონალი გუნდის ზედამხედველობით, თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ჩვენი ახალი ხაზით „ჯანმრთელი დაბერება“, რომელსაც ზედამხედველობენ LIFE CO–ს ექიმები და დიეტოლოგები. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ჯანმრთელი დაბერების მენიუ, ჩაიტაროთ სისხლის ანალიზი, ოზონური თერაპია, აკუპუნქტურა, მანუალური თერაპია და მრავალი სხვა პროცედურა., რომელიც მაქსიმალურად აამაღლებს თქვენი გაწმენდის და გაახალგაზრდავების ეფექტს.

ცენტრს აქვს ლამაზად დაპროექტებული სპა ზონა ქალებისა და მამაკაცებისთვის, თითოეულს აქვს ფართო თურქული ჰამაი, ინფრაწითელი და ჩვეულებრივი საუნა, ორთქლის აბაზანა, შხაპი და დასასვენებელი ადგილი. ჩვენ გვყავს სპა–თერაპევტები ინდოეთიდან, თურქეთიდან, მასაჟის და სახის მოვლისათვის, მანიკურის და პედიკურის სპეციალისტები, სტილისტი. ყოველდღიურად არის 2 იოგის და მედიტაციის კლასი.

უკანასკნელი, მაგრამ არანაკლებად მნიშვნელოვანი: ცენტრის ზემოთ განლაგებულია ნატურალური კერძების რესტორანი „საფი“, სადაც გაგიმასპინძლდებიან გემრიელი და ჯანსაღი კერძებით. თქვენ შეგიძლიათ ისიამოვნოთ გურმანის მენიუს ფართო არჩევანით თქვენი მკურნალობის დროს და მის შემდეგ.

თქვენ აგრეთვე გექნებათ დრო ქალაქის დასათვალიერებლად მკურნალობის პერიოდში. შეგიძლიათ მიბრძანდეთ საყიდლებზე და ქალაქის ღირშესანიშნაობების სანახავად, ისიამოვნოთ ბოსფორის სილამაზით.

 

დაწვრილებითი ინფორმაციისათვის:

www.thelifeco.com.tr




ცელულიტის საწინააღმდეგო ცენტრი “SMOOTHLINES”

თურქეთში პირველი   – ცელულიტის საწინააღმდეგო ცენტრი...

ცელულიტი არა მხოლოდ კანის ულამაზო მდგომარეობაა, არამედ მთელი სხეულის ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემაა. საერთო წარმოდგენით, ცელულიტს არ იწვევს არასწორი დიეტა, ვარჯიშის ნაკლებობა ან სხეულის სიმსუქნე. გამხდარ ქალებსაც აქვთ ცელულიტი. თქვენ არ მიირთმევთ ცხიმიან საკვებს, ვარჯიშობთ, არ სვამთ ყავას, მაგრამ მაინც გაქვთ ცელულიტი? არ გაკიცხოთ თავი. ცელულიტის მიზეზები ადვილად არ აიხსნება იმით, რასაც თქვენ აკეთებთ ან არ აკეთებთ. ის უფრო ეხება ჰორმონებს, გენეტიკას და სისხლძარღვების ცვლილებებს. ამიტომ თქვენ გჭირდებათ სწორი დახმარება ცელულიტთან ბრძოლაში.

ცელულიტის სამკურნალო ცენტრი „SMOOTHLINES” პირველი კლინიკაა თურქეთში, რომელიც იყენებს FDA–ს მიერ დამტკიცებულ ცელულიტის მკურნალობის მეთოდს SmoothShapes®. კლინიკის გუნდმა გაიარა პრაქტიკა  ამერიკის საუკეთესო სპეციალისტებთან და ისინი გელიან, რომ დაგეხმარონ თქვენ ცელულიტის წინააღმდეგ ბრძოლაში.

 

დაწვრილებითი ინფორმაციისათვის:
www.selulitmerkezi.com






სამკურნალო ცენტები თუქეთის გარეთ

ნიცა – თვალის ცენტრი EXCEL VISION
 

დაწვრილებითი ინფორმაციისათვის:
www.nicexcel-vison.com




                     
ანადოლუს სამედიცინო ცენტრში ეხლახან მოდერნიზებული იყო რადიოქირურგიული სისტემა CYBERKNIFE RadioSurgery სწორედ ამის შედეგად გახდა შესაძლებელი რადიოქირურგიული ჩარევა ორგანიზმში სიმსივნის ლოკალიზაციის მიუხედავად.

პირველი და ერთადერთი აპარატი SPET-CT არის თქვენს სამსახურში მედიკას დიაგნოსტიკურ ცენტრში.

დიაგნოსტიკურ ცენტრ მედიკაში თქვენ გაქვთ შესაძლებლობა მიიღოთ PET CT შედეგები მხოლოდ ერთ დღეში.

პირველად თერქეთში თვალის ცენტრ აჩიბადემში არის წარმოდგენილი „გამჭვირვალე საოპერაციო“, სადაც პაციენტის ახლობლებს ეძლევათ შესაძლებლობა თვალი ადევნონ ლაზერული ოპერაციის მსვლელობას.