სამედიცინო ტურიზმი:

სამედიცინო ტურიზმის ცნება ახალი არ არის. სამედიცინო ტურიზმის პირველი დაფიქსირებული შემთხვევა თარიღდება რამდენიმე ათასწლეულით ჩვენს წელთაღრიცხვამდე, როდესაც ბერძეი პილიგრიმები ხმელთაშუა ზღვის ყველა კუთხიდან მოგზაურობდნენ ეპიდავროსში, პატარა ოლქში სარონიკოსის ყურეში, სადაც იმყოფებოდა მკურნალი ღმერთის ასკლეპიოსის საკურთხეველი. ამრიგად, ეპიდავროსი გახდა სამედიცინო ტურიზმის დაბადების აგილი. დღეს გლობალიზაციის პროცესში სამედიცინო ტურიზმი სულ უფრო პოპულარული ხდება.

სამედიცინო ტურიზმი აძლევს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებ  ადამიანებს უნიკალურ ალტერნატივას ისარგებლონ სამედიცინო მომსახურებით არა მხოლოდ მათ ქვეყნებში, არამედ აგრეთვე აირჩიონ მკურნალობის თანამედროვე ტექნოლოგიები, მისაღები ფასები და მაღალი სტანდარტები სხვა ქვეყნებში.

ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი მთელს მსოფლიოში მოგზაურობს დიაგნოზის დასადგენად, სამკურნალოდ და ოპერაციის გასაკეთებლად ზოგადი ქირურგიის, თვალის დაავადებების, ონკოლოგიის, კარდიოლოგიის და მედიცინის მრავალ სხვა დარგში.გარდა ამისა, ასეთი მოგზაურობის მთავარი მიზეზებია – მკურნალობის ნაკლები ხარჯები, პაციენტებისათვის ხელმისაწვდომი უახლესი ტექნლოგიის გამოყენება და უფრო მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალი.

            უწინ სტამბოლი იყო ტურიზმისა და ვაჭრობის ქალაქი; თავისი საინტერესო ისტორიით, ევროპისა და აზიის გამაერთიანებელი კოსმოპოლიტური ატმოსფეროთი და განსხვავებული კულტურული ფონით. ის საუკუნეების მანძილზე იყო ერთ–ერთი ყველაზე სიცოცხლით სავსე ქალაქი მსოფლიოში.

დღეს სტამბოლი გახდა სამედიცინო ტურიზმის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი დანიშნულების ადგილი,  და არა  მხოლოდ ტურიზმისა და ვაჭრობის ქალაქი.

 

სტამბოლის  მთავარი უპირატესობანი სამედიცინო ტურიზმის თვალსაზრისით:

 საქართველოსა და თურქეთს შორის  უვიზო რეჟიმი;

ტერიტორიული სიახლოვე;

სამკურნალო ცენტრები (ანადოლუ, აჩიბადემი, მემორიალი) სრულად აღჭურვილია ყველაზე თანამედროვე სამედიცინო ტექნიკით - CyberKnife, GammaKnife, Rapid Arc, PET და ა.შ.

სამკურნალო ცენტრებში (ანადოლუ, აჩიბადემი, მემორიალი) მუშაობენ მსოფლიოში ცნობილი ექიმები;

ტრანსპორტირება, განთავსება, კომუნიკაცია პაციენტსა და სამედიცინო ცენტრს შორის – აი, ის ძირითადი პრობლემები, რომელთა წინაშე აღმოჩნდებიან პაციენტები და მათი ნათესავები ამ მოგზაურობაში.  „K2 Mediline Europe” მოქმედებს როგორც ხიდი პაციენტებსა და სამედიცინო ცენტრებს შორის პაციენტთა პრობლემების მოსახსნელად.

 

                     
ანადოლუს სამედიცინო ცენტრში ეხლახან მოდერნიზებული იყო რადიოქირურგიული სისტემა CYBERKNIFE RadioSurgery სწორედ ამის შედეგად გახდა შესაძლებელი რადიოქირურგიული ჩარევა ორგანიზმში სიმსივნის ლოკალიზაციის მიუხედავად.

პირველი და ერთადერთი აპარატი SPET-CT არის თქვენს სამსახურში მედიკას დიაგნოსტიკურ ცენტრში.

დიაგნოსტიკურ ცენტრ მედიკაში თქვენ გაქვთ შესაძლებლობა მიიღოთ PET CT შედეგები მხოლოდ ერთ დღეში.

პირველად თერქეთში თვალის ცენტრ აჩიბადემში არის წარმოდგენილი „გამჭვირვალე საოპერაციო“, სადაც პაციენტის ახლობლებს ეძლევათ შესაძლებლობა თვალი ადევნონ ლაზერული ოპერაციის მსვლელობას.