შირად ასმული ითხვები:

 

როგორ შემიძლია მოწყობა თქვენს ჯანდაცვის ცენტრში?
თუ მე ვერ ვლაპარაკობ თურქულ ენაზე, რა დახმარების მიღება შემიძლია მკურნალობის დროს და ექიმებთან ურთიერთობაში?
ჩემს ოჯახს უნდა ჩემთან დარჩენა მკურნალობის პერიოდში. სად შეუძლიათ მათ გაჩერება?
შემიძლია თუ არა მოხვედრა ჯანდაცვის ცენტრში ექიმთან მიღებაზე, ჩემი მკურნალი ექიმის მიმართვის გარეშე?
რა საბუთები უნდა მქონდეს თან? რა ინფორმაციაა საჭირო მიღებისთვის?
მექნება თუ არა შეღავათები სამედიცინო მომსახურებაზე, თუ პირდაპირ დავუკავშირდები ჯანდაცვის რომელიმე ცენტრს?




 

.

 
















როგორ შემიძლია მოწყობა თქვენს ჯანდაცვის ცენტრში?
თქვენ შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ჩვენს თანამშრომლებს ინტერნაციონალურ ოფისებში – ტელეფონის, ფაქსის, e-mail-ის საშუალებით. ასევე შეგიძლიათ შეავსოთ აპლიკაცია, რომელიც განთავსებულია ჩვენს ვებ–გვერდზე. ექიმთან მიღება შესაძლებელი იქნება 48 საათის განმავლობაში, მას შემდეგ რაც დაუკავშირდებით ჩვენს გუნდს.
 


თუ მე ვერ ვლაპარაკობ თურქულ ენაზე, რა დახმარების მიღება შემიძლია მკურნალობის დროს და ექიმებთან ურთიერთობაში?
K2 Mediline Europe"-ის თანამშრომლები სრულყოფილად ფლობენ რუსულ და ინგლისურ ენებს. ისინი თქვენთან ერთად იქნებიან მთელი სამკურნალო ტურის განმავლობაში.



ჩემს ოჯახს უნდა ჩემთან დარჩენა მკურნალობის პერიოდში. სად შეუძლიათ მათ გაჩერება?
ჩვენი კომპანია უზრუნველყოფს პაციენტებს და მათ ნათესავებს აპარტამენტებით 3,4,5 ვარსკვლავიან სასტუმროში ან ბინაში(შეღავათიან ფასებში), რომელიც მდებარეობს სამკურნალო ცენტრთან ახლოს.



შემიძლია თუ არა მოხვედრა ჯანდაცვის ცენტრში ექიმთან მიღებაზე, ჩემი მკურნალი ექიმის მიმართვის გარეშე?
ექიმთან მიღების დანიშვნა შესაძლებელი იქნება მას შემდეგ, რაც თქვენ წარმოადგენთ ავადმყოფობის ისტორიას.

 

რა საბუთები უნდა მქონდეს თან? რა ინფორმაციაა საჭირო მიღებისთვის?
უნდა წარმოადგინოთ პირადობის დამადასტურებელი საბუთი: სახელი, გვარი, დაბადების თარიღი (პასპორტში მითითებული მონაცემების მიხედვით) და მისამართი. ასევე თან უნდა იქონიოთ ყველა საბუთი (კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტურ–რეზონანსული გამოკვლევა, რენტგენი და სხვა), რაც დაკავშირებულია თქვენი ჯანმრთელობის პრობლემასთან და მონაცემები ჩატარებული მკურნალობის შესახებ.



მექნება თუ არა შეღავათები სამედიცინო მომსახურებაზე, თუ პირდაპირ დავუკავშირდები ჯანდაცვის რომელიმე ცენტრს?
ჩვენ გთავაზობთ იმავე ფასებს, რაც აქვს ჯანდაცვის ცენტრს, მაგრამ განსხვავება იმაშია, რომ „K2 Mediline Europe" უზრუნველყოფს უფრო მეტ სერვისს, როგორიცაა: სასტუმროს და ბილეთების დაჯავშნა, აეროპორტში დახვედრა და დაბინავება, თარჯიმანი.  ასევე შედის ექსკურსია სტამბოლში შეღავათიან ფასებში თქვენი სურვილის შესაბამისად.

ამავე დროს, ჩვენს ოფისს ჰყავს გუნდი ჯანდაცვის ცენტრში, სადაც ისინი სწრაფად რეაგირებენ თქვენს მოთხოვნაზე, ექიმთან მიღების უზრუნველყოფასა და ნებისმიერი პრობლემის მოგვარებაზე.

 

 

                     
ანადოლუს სამედიცინო ცენტრში ეხლახან მოდერნიზებული იყო რადიოქირურგიული სისტემა CYBERKNIFE RadioSurgery სწორედ ამის შედეგად გახდა შესაძლებელი რადიოქირურგიული ჩარევა ორგანიზმში სიმსივნის ლოკალიზაციის მიუხედავად.

პირველი და ერთადერთი აპარატი SPET-CT არის თქვენს სამსახურში მედიკას დიაგნოსტიკურ ცენტრში.

დიაგნოსტიკურ ცენტრ მედიკაში თქვენ გაქვთ შესაძლებლობა მიიღოთ PET CT შედეგები მხოლოდ ერთ დღეში.

პირველად თერქეთში თვალის ცენტრ აჩიბადემში არის წარმოდგენილი „გამჭვირვალე საოპერაციო“, სადაც პაციენტის ახლობლებს ეძლევათ შესაძლებლობა თვალი ადევნონ ლაზერული ოპერაციის მსვლელობას.